4 Aug 2026, 22:49 UTC94 viewsread 7 August 2026 ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის მტკივნეულია. მაგრამ ტკივილის გარდა, ადამიანის წასვლა წარმოაჩენს თითოეული ჩვენგანის სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობას, მსოფლმხედველობრივ ორიენტირებს.
მტკივნეულია ფიქრიც კი ახლაგაზრდა ქალბატონზე, რომლის ირგვლივ დუღს ამ ბოლო საათებში ქართული ინტერნეტსივრცე. რჩება მოუშუშებელი ტკივილი მშობლების, ახლობლების, უბრალოდ თანაგრძნობის მქონე ადამიანების გულში და დიდი უზნეობაა ეს ფაქტი შენი ამქვეყნიუ…
Signed Dek. Andria Kemularia
28 Jul 2026, 02:36 UTC153 viewsread 7 August 2026 „ცოდვის უნანელ ყოველ ადამიანში ცხოვრობს ეშმაკი, როგორც საკუთარ სახლში და ყოველივეს განაგებს მასში. როცა საღმრთო მადლის მოქმედებით ასეთი ცოდვილი მოდის შემუსვრილებაში ცოდვათა გამო, შეინანებს და შეწყვეტს შეცოდებას, ბოროტი იდევნება მისგან. თავდპირველად ის არ აწუხებს მონანულს, რადგან პირველ ხანებში მასში უხვად არის მოშურნეობა, რომელიც ცეცხლივით წვავს ეშმაკებს და ისარივით განასხამს მათ. მაგრამ მერე, როცა მოშურნეობა იწყებს …
Signed Dek. Andria Kemularia
27 Jul 2026, 03:14 UTC140 viewsread 7 August 2026 „ამჟამინდელი ადამიანი გამიწიერებულია, მისთვის უცხოა ნამდვილი სასოწარკვეთა და იმედი, მისი ყოველი გრძნობა მიჯაჭვულია მატერიალურს. უარყოფისა და ნიჰილიზმის ეპოქამ ამოწურა თავი. „ახალი ადამიანი“ უკვე არ უარყოფს ქრისტეანულ ჭეშმარიტებას – ის მისთვის უბრალოდ სულერთია. მთელი მისი ყურადღება მიმართულია ამა სოფლისკენ.“
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
Signed Dek. Andria Kemularia
25 Jul 2026, 03:15 UTC157 viewsread 7 August 2026 „როგორც ოდესღაც ჰურიებმა ვერ იცნეს ქრისტე მათივე ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებებიდან, ასევე ქრისტეანებიც ვერ გაარჩევენ ჟამთა ნიშნებს.“
მღ.-მონ. სერაფიმე (როუზი)
Signed Dek. Andria Kemularia
24 Jul 2026, 04:12 UTC190 viewsread 7 August 2026 „ვინც სერიოზულად კითხულობს წმიდა მამებს და ცდილობს, ძალისაებრ თვისისა მიჰყვეს მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებას, ჩვენს დროში იქცევა გარიყულად; მან უნდა ისწრაფოს შეგნებულად მიჰყვეს ცხვორებას, რომელიც განსხვავდება იმისაგან, რაც ასახულია თითქმის ყველა თანამედროვე „მართლმადიდებლურ“ წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებში.“
მღ.-მონ. სერაფიმე (როუზი)
Signed Dek. Andria Kemularia
23 Jul 2026, 03:09 UTC193 viewsread 7 August 2026 „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნნენ. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს.“
(2ტიმ. 3:12-14)
Signed Dek. Andria Kemularia
22 Jul 2026, 04:13 UTC197 viewsread 7 August 2026 „ადამიანების წარმოდგენა ჩვენზე ‒ აი სარკე, რომლის წინაშე პოზირებენ თითქმის ყველანი. ადამიანი წარმოაჩენს თავს ისეთად, როგორიც უნდა, რომ დაინახონ. ნამდვილს კი, ‒ ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში, არავინ იცნობს, თვით საკუთარი თავის ჩათვლით. ცხოვრობს და მოქმედებს ერთგვარი გამოგონილი და შელამაზებული ფიგურა. ეს სწრაფვა სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი, საკუთარი ბუნების დამახინჯებით, წირავს მას საკუთარ თავსაც ‒ ერთადე…
Signed Dek. Andria Kemularia
18 Jul 2026, 22:46 UTC216 viewsread 7 August 2026 აბბა სისომ ბრძანა: „მერწმუნე, აი უკვე ოცდაათი წელია, რაც ვევედრები ღმერთს ასე: "უფალო იესუ! დამიცავი ჩემი ენისაგან." მაგრამ დღემდე ვეცემი ყოველდღიურად და ვცოდავ ენით.“
Signed Dek. Andria Kemularia
17 Jul 2026, 03:34 UTC230 viewsread 7 August 2026 „ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოებაჲ აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი“.
(იერ. 17:5)
Signed Dek. Andria Kemularia
15 Jul 2026, 03:02 UTC267 viewsread 7 August 2026 „თქვენ ტაძარშიც ისე იქცევით, როგორც სავაჭროზე და როდესაც თვით ღმერთი საუბრობს, არა მხოლოდ დუმილით არ ისმენთ მის სიტყვებს, არამედ სრულიად სხვა საკითხებზე ლაპარაკობთ. ნეტავ მხოლოდ თქვენს საქმეებზე მაინც საუბრობდეთ, მაგრამ არა — თქვენ მსჯელობთ და უსმენთ იმას, რაც საერთოდ არ გეხებათ. აი, სწორედ ამის გამო ვტირი და არ დავცხრები ტირილად!“
წმ. იოანე ოქროპირი.
Signed Dek. Andria Kemularia
14 Jul 2026, 05:57 UTC247 viewsread 7 August 2026 https://dekandria.blogspot.com/2026/07/blog-post_14.html
Signed Dek. Andria Kemularia
12 Jul 2026, 21:11 UTC254 viewsread 7 August 2026 https://dekandria.blogspot.com/2026/07/blog-post.html
Signed Dek. Andria Kemularia
Showing the 12 most recent of 20 posts we hold for @dekandriakemu. View and reaction counts are the latest single reading for each post, not a live figure, and a recent post is still accumulating both. A view count marked ≈ was rounded by Telegram before we ever saw it — t.me prints views in full below 1,000 and to three significant figures above, so ≈1,200,000 means somewhere between 1,150,000 and 1,249,999. Unmarked counts are exact. Text is reproduced from the public post preview and truncated for length.