11 Aug 2026, 11:17 UTC175 views4 reactionsread 12 August 2026 Photo
სირიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ დიქტატორ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
სასამართლოს მტკიცებით, ასადი სახელმწიფო უწყებებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩასადენად იყენებდა.
2024 წელს ასადის დამხობის შემდეგ ის და მისი ოჯახი თავს მოსკოვს აფარებენ. კრემლის მოკავშირე დიქტატორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები 2018 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
✍3🤬1
11 Aug 2026, 08:19 UTC201 views3 reactionsread 12 August 2026 Photo
2012 წლის შემდეგ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 510%-ით არის გაზრდილი და მათი ციფრი 12 800-ს აჭარბებს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური ტრანზაქციების ნაწილი ალეტრნატიული გზებით ხდება.
,,სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდ…
⚡2👎1
11 Aug 2026, 06:05 UTC211 views10 reactionsread 12 August 2026 Photo
,,მათი გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება” - შინდისის ბრძოლის 18 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
,,საფრანგეთი პატივს მიაგებს გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის…
❤6👍2❤🔥1🤬1
8 Aug 2026, 18:30 UTC304 views13 reactionsread 12 August 2026 Photo
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკონპანიას, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული, სანქციები დაუწესა.
საქართველოში დაფუძნებული კომპანია SHPS Shelbit-ის დახმარებით გუშაგთა კორპუსი საკუთარი კრიპტოვალუტის მისამართებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივებს აგზავნიდა.
აშშ-მ გადაწყვეტილება ტერორიზმთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმის ფარგლებში მიიღო.
🤬5⚡4👍2🔥2
7 Aug 2026, 19:30 UTC356 views10 reactionsread 12 August 2026 Photo
7 აგვისტოს აშშ-ს სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.
დოკუმენტი, რომელსაც ხმა 86 სენატორმა მისცა, გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, ინიციატივა იყო და რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება ექნება ტარიფები დაუწესოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების იმპორტს აგრძელებენ.
👍9🤬1
6 Aug 2026, 21:19 UTC364 views10 reactionsread 12 August 2026 Video
Video, posted without a caption
🫡8❤1🤬1
6 Aug 2026, 21:16 UTC320 views13 reactionsread 12 August 2026 Photo
,,პატივი მივაგოთ სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა ქართველ მებრძოლს!” - რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 7 აგვისტოს, 14:00 საათზე შინდისის გმირების მემორიალთან შეიკრიბებიან.
❤🔥12🤬1
6 Aug 2026, 21:15 UTC313 views10 reactionsread 12 August 2026 Photo
,,გვახსოვს გმირები - გვახსოვს მტერი” - 7 აგვისტოს, 20:00 საათზე, ფილარმონიიდან გმირთა მოედნამდე 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება.
,,პატივი მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს, დავიცვათ ისტორიული სიმართლე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს” - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
❤9🤬1
6 Aug 2026, 10:36 UTC327 views2 reactionsread 12 August 2026 „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, ივანიშვილის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე მელიას პატიმრობის ვადა არ გაიზრდება.
👎1👏1
5 Aug 2026, 19:05 UTC357 views16 reactionsread 12 August 2026 Video
10 დღიანი პატიმრობის შემდეგ შაკო ბაღდოშვილმა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ვიდეო: ია მელითაური.
❤11🤝3❤🔥1🤬1
5 Aug 2026, 18:59 UTC344 views15 reactionsread 12 August 2026 Video
5 დღიანი პატიმრობის შემდეგ თორნიკე თოშხუამ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ვიდეო: ია მელითაური.
❤9👍4❤🔥1🤬1
5 Aug 2026, 15:07 UTC355 views10 reactionsread 12 August 2026 ,,ჩემი ინფორმაციით საემიგრაციომ დააკავა László Róbert Mézes !!!
დეტალებს არკვევს ადვოკატი და გაგაგებინებთ.
აქვე,
ის ქვეყანაში იმყოფება ლეგალურად.”
- წერს ადვიკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლასლო რობერტ მიზესი არის ჟურნალისტი და საქართველოში არსებულ უწყვეტ წინააღმდეგობას აქტიურად აშუქებს.
🤬9🎉1
Showing the 12 most recent of 25 posts we hold for @NotoRussianLawinGeorgia. View and reaction counts are the latest single reading for each post, not a live figure, and a recent post is still accumulating both. A view count marked ≈ was rounded by Telegram before we ever saw it — t.me prints views in full below 1,000 and to three significant figures above, so ≈1,200,000 means somewhere between 1,150,000 and 1,249,999. Unmarked counts are exact. Text is reproduced from the public post preview and truncated for length.